"ინტერი" სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას არ წყვეტს და ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. ლუის ენრიკეს, პეტარ სუჩიჩისა და ნიკოლა ჟალევსკის შემოწირვის შემდეგ, "ნერაძური" კიდევ 2-3 ახალ ფეხბურთელს ელოდება და ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ანჟე-იოან ბონი იქნება.
21 წლის ფრანგი ნახევარმცველი ამ დროისთვის "პარმას" ღირსებას იცავს და კლუბებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია — გარიგება სავარაუდოდ 25-26 მილიონ ევრომდე შეადგენს. ბონისთვის „ინტერს“ უკვე მზად აქვს ხუთწლიანი კონტრაქტი.
ანჟე-იოან ბონი "პარმაში" 2021 წელს გადავიდა და ამ პერიოდში სერია B-სა და სხვა ტურნირებში 117 მატჩში ითამაშა, 15 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კლუბის სერია A-ში დაბრუნებაში და ერთი ნაბიჯიღა აშორებს კარიერაში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.
თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ინტერი" ანჟე-იოან ბონის უკვე მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს. ახალგაზრდა ტალანტი კრისტიან კივუს გეგმებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და სავარაუდოა, რომ გუნდში დროთა განმავლობაში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახდება.