ინფორმაცია მერაბმაც დაადასტურა - შედგება თუ არა უმარ ნურმაგომედოვთან რემატჩი

2 months ago 10

შონ ომალის მეორედ დამარცხების და ქამრის წარმატებით დაცვის შემდეგ, UFC სამყარო მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის მოლოდინშია.

ბევრი ამბობს, რომ მისი მომდევნო მეტოქე დაღესტნელი მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი უნდა იყოს, რომელიც მერაბმა წარსულში ერთხელ უკვე დაამარცხა.

ყოველივე ამაზე კომენტარი საქართველოში ჩამოსულმა დვალიშვილმაც გააკეთა: "უმარ ნურმაგომედოვთან რემატჩი არ განიხილება, რადგან ჯერ მას დასამტკიცებელი აქვს რაღაცეები და ბრძოლა უნდა მოიგოს - ხაბიბის გავლენის გამო ისედაც დააჩქარეს მისი წინსვლა.

ვნახოთ, ვინც იქნება მზად, შემდეგი იმას ვეჩხუბები, არანაირი პრობლემა არ მაქვს

", - განაცხადა მერაბმა.

სრულად წაკითხვა