ინძაგი: "ბარსელონას ქება ეკუთვნის, მაგრამ ფინალში გასვლა დავიმსახურეთ"

2 days ago 7

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ნახევარფინალში „ინტერმა“ ბარსელონა 4:3 დაამარცხა და ფინალში გასვლა შეძლო. შეხვედრის შემდეგ მილანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ემოციური კომენტარი გააკეთა.

უპირველეს ყოვლისა, „ბარსელონას“ ვულოცავ და ვაქებ – ისინი ფანტასტიკური გუნდი არიან. სწორედ ამიტომ, ჩვენგან საჭირო იყო მაქსიმუმი. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და რეალურად, ასეთი თამაშისთვის მხოლოდ აპლოდისმენტები ეკუთვნით. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელების მწვრთნელი ვარ – მათ ყველაფერი გააკეთეს გუნდისთვის,“ – აღნიშნა ინძაგიმ.

მილანელთა თავკაცმა აღიარა, რომ გუნდს თამაშის პროცესში გარკვეული სირთულეები შეექმნა, თუმცა საერთო ძალისხმევით და მებრძოლი სულით შეძლეს ბარიერების გადალახვა. ინძაგის თქმით, გუნდი საკუთარ ძლიერ მხარეებს დაეყრდნო და სწორედ ამან მოიტანა წარმატება.

განსაკუთრებული ყურადღება მან ლამინე იამალის გარდა ფრენკი დე იონგსაც დაუთმო: „ბევრს ვსაუბრობთ იამალზე და დამსახურებულად, მაგრამ დღეს ასევე გამორჩეული იყო დე იონგი – დაუჯერებელი კლასის ფეხბურთელი. თუმცა ჩემი მოთამაშეები ჩემთვის შეუცვლელები არიან, არავისზე არ გავცვლიდი.

სრულად წაკითხვა