ტელეთერში მან ისაუბრა, ფეისბუქსტატუში, რატომ ჩამოთვალა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის მისჯილი პატიმრობის ვადები.
„შედარება დავწერე იმის გამო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობაში ვგულისხმობ იმას, რომ ის უნდა ასახავდეს იმ რეალობას, [თანაზომადი უნდა იყოს] იმ ქმედების მიმართ, რაც ადამიანმა ჩაიდინა.
მე ხომ არ ვსაუბრობ ალეკოს უდანაშაულობაზე?! - ამაზე, მე მგონი, არავინ არ საუბრობს, ხო?! - სასჯელი უნდა იყოს იმის შესაბამისი, რაც მან ჩაიდინა. მე ვფიქრობ, რომ 13 წელი არ არის ის სასჯელი, რაც შეიძლებოდა მის მიმართ გამოტანილიყო. შეიძლებოდა უფრო დაბალი ყოფილიყო ეს სასჯელი“, - თქვა ლევა იოსელიანმა.
მან აღნიშნა, რომ ბრალდებულის ადვოკატებს გაუთქმელობაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი და სწორედ ამიტომ, მასაც არ ჰქონდა წვდომა საქმის მასალებზე:
„მე შეგნებულად არ ვისაუბრებ კვალიფიკაციის ნაწილზე - ტერორიზმია [თუ სხვა]... დღეს მე არ მაქვს ნანახი განაჩენი, სადაც ეს დასაბუთებულია. როცა მექნება განაჩენი, მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ“.
დღეს, 13 ივლისს ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილის ტერორიზმის მუხლით გასამართლებისა და მისთვის 13 წლის მისჯის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მან განაჩენის სიმკაცრის ხაზგასასმელად ჩამოთვალა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის შეფარდებული პატიმრობის ვადები:
„ვანო მერაბიშვილი - 6 წელი და 9 თვე;
ზურაბ ადეიშვილი - 6 წელი;
დავით კეზერაშვილი - 5 წელი;
ბაჩო ახალაია - 9 წელი;
მეგის ქარდავა - 9 წელი;
ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი;
ვიქტორ ყაჭეიშვილი - 9 წელი;
ოლეგ ფაცაცია - 9 წელი;
გიგი უგულავა - 3 წელი და 2 თვე;
გაგა მკურნალიძე - 3 წელი და 4 თვე;
და ა.შ.....
ალეკო - 13 წელი !“
ალეკო ელისაშვილის საქმე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 10 ივლისს, გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას ალეკო ელისაშვილი არ ესწრებოდა, რადგან მანამდე მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და მინისტრ მამუკა მდინარაძის გინების გამო.
„პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შემექმნა. რა კულტურა?! - ვნანობ, ყოველდღე რომ არ ვურტყამდი მდინარაძე- პაპუაშვილს… ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებდნენ…
ჩემთვის მთავარია მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ**ნ“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე.
მის ამ სიტყვებს დარბაზში შეძახილები მოჰყვა - „ბრავო“.
ელისაშვილი და იოსელიანი - პოლიტიკური თანამებრძოლები
- ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა 2020 წელს ერთად დააფუძნეს პოლიტიკურ პარტია „მოქალაქეები“.
- მანამდე ისინი ასევე ერთად საქმიანობდნენ სამოქალაქო პლატფორმაში „სამოქალაქო მოძრაობა“.
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე დეპუტატი გახდა.
- 2023 წლის თებერვალში ალეკო ელისაშვილმა დაასახელა ლევან იოსელიანის კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე.
- 2023 წლის მარტში ლევან იოსელიანი პარლამენტმა 6 წლის ვადით სახალხო დამცველად აირჩია.

4 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·