ირაკლი ზარქუა: „ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას“

4 hours ago 2

აბუ-დაბიში მყოფი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუაში სოციალური ქსელით გამოეხმაურა ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ასახულია მისი და ვიდეოს ავტორის, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილის სიტყვიერი დაპირისპირება.

„გუშინ რა მოხდა ბათუმში გაიგეთ, სანამ ჩამოხვიდოდით? ხალხი პლაკატების გამო რომ დაიჭირეს იცით? რუსთაველზე ხალხი რომ აწამეს ნოემბერს იცით?.." - ეკითხება მოქალაქე მმართველი პარტიის წევრს.

„რადგან ვიდეოს ასეთი რეაქცია მოყვა, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი ჩემს ახლობლებს მოვუყვე პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლის შესახებ, - წერს ირაკლი ზარქუა ვრცელი სტატუსის შესავალში.

„მოკლედ მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში .. მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ ,უფრო სწორედ “ გაიჩალიჩა” ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა. თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული (ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ პოლიცია, პოლიციის ყვირილით გავარდა მისაღებში და ამით ამოიწურა დილის ინციდენტი. ამის შემდეგ გადაგვეკვეთა სასტუმროს შემოსასვლელში და მოვთხოვე პასუხი მაგის საქციელზე საუზმის დროს და მანდაც როგორც სჩვევიათ ამ გადედლებულ კაცუნებს, პოლიციის ძახილით შევარდა სასტუმროში, ხოლო როგორც კი ცოტა დისტანციაზე აღმოვჩნდი, ისევ გამოიქცა გინებ-გინებით ეს კაცმაცუნა, ხოლო ვიდეოს გადაღება დაავალა ეტყობა მის მიმდევარ აქტივისტს და ასეთი ვიდეოც გამოაცხვეს! ეს არის რეალობა… ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, ეს კარგად იცოდეს ყველამ! პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან! ისე, ერთი კითხვა უნდა დავსვა: თუ ასე განიცდი მიტინგის ამბებს, თუ ასე განიცდით დაპატიმრებულ მეგობრებს, მაშინ დასასვენებლად რა გინდათ? მანდ რატომ არ “ცოტნედადიანობთ” თქვე “ჩუსტებო” თქვენა!!
P.s პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა,”იზვინი ბრატ” .. გამოდი და აქაურ “რისეფშენს” ვთხოვ ამოგიკერონ!“ - წერს ირაკლი ზარქუა სოციალ ქსელ facebook-ში.

სრულად წაკითხვა