WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება გიორგი ზურაბაშვილი“, – განაცხადა სახელმწიფო კანცელარიაში ბრიფინგზე,  მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ზურაბაშვილი ამჟამად იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, რომელიც ახალი პოსტის პირობებშიც შეუნარჩუნდება. ამასთან, განისაზღვრა ის მიმართულებები, რაც სპეციალური წარმომადგენლისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები.

როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს – “რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“.