“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური მიმართვა ოპოზიციისადმი:
“როგორც საკანში მყოფმა, როგორც პოლიტპატიმარმა, მინდა, მივმართო ოპოზიციას და ვუთხრა, რომ დიდ იმედსა და ენერგიას გვაძლევს მიმდინარე პროცესის ყურებისას მათი პროფესიონალიზმი, ეთიკურობა, მორალური უპირატესობა, ცოდნა, კომპეტენცია და, რაც მთავარია, სიმართლე!
ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში.
ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს.
რთული პროცესია, წინ ბევრი ბარიერი გვექნება, მაგრამ ერთად ძალიან ძლიერები ვართ!” – აცხადებს ელენე ხოშტარია
რუსთავის ქალთა ციხე
22/10/2026
paraleli პოლიტიკა