WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 7 სექტემბერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „ბინძური პოლიტიკური თამაშები“ მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში ბევრი სახედაკარგული ადამიამიანების უღირსი და ყალბი განცხადებები მოისმინა.

„შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს [პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ლიდერი] მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ამავე წერილში ის საუბრობს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე, რომლის შესახებაც 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილშიც დასვა კითხვები და რომლის შემდეგაც არაერთი ადამიანი დაიბარეს საგამოძიებო სამსახურებმა გამოსაკითხად.

„თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს“.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოქმედ ხელისუფლებას, რომლის წევრიც და პრემიერ-მინისტრიც იყო წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ „უსუსური პროპაგანდა აქვს“:

„ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი“.

მასალა განახლდება