წაკითხვა: 1
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით წერს:
“აი რომ არ დავწერო უკვე ძაან მარაზმში გადადიან ეს ფეიკ გვერდები და ნაცები, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაში გადმოდის, ჩვენი დასაცავი გახდება, დაიჭერენ, შინაპატიმრობაშია და ათასი სიბინძურ.
ყურადღებას არ ვაქცევდი ამ მარაზმს, რადგან ეს ყველაფერი ფეიკია, მაგრამ უკვე ჩემს პოსტებზეც დაიწყეს ტროლებმა წერა და ნიშნისმოგება – აი როდის გაემიჯნები ველოდებით და როდის უღალატებ მამლის ყივილამდე შე მედროვეო, ზოგი შეფარულ პოსტებს მიძღვნის, თითქოს მე რამე დამეშავებინოს ვინმესთვის, ან ვინმეს კოშკები აეგოს ჩემთვის!
aხლა გარკვევით დავწერ მათთვის და მორჩება ეს თემა – ირაკლი ღარიბაშვილისთვის მე სულერთი ვარ თუ არა, ეს არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის მისი ბედი ნამდვილად არაა სულერთი. ერთადერთი ადამიანი ვიყავი მე ,როცა პირველად წასულ პრემიერზე ყოველდღე ვწერდი რომ დაბრუნდებოდა, არცერთ თქვენთაგანს არ გაგხსენებიათ ჩემს გარდა,ზოგმა ფოტოებიც კი წაშალა, მე კი გაუთავებლად ვწერდი და მის ერთგულებას ვადასტურებდი, არასდროს, მისი ორი ვადით პრემიერობის დროს მისი სახელი არსად გამომიყენებია, არაფერი ხეირი და წინსვლა მის დროს მე არ მქონია, არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს.
მე, ასე უანგაროდ მიყვარდა და მიყვარს დღესაც მისი ოჯახი, მის გამო ნახევარი საქართველო დავკარგე და გადავიკიდე, დავკარგე კოლეგები, ნათესავები, მეზობლები, მოკეეთები, ვაბულინგებინე ყველას თავი, რადგან ჩემთან მის აუგად ხსენებას ვერავინ გაბედავდა.
დიახ, დღესაც მიმაჩნია, რომ მუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე აღარაა ირაკლი, პატრიოტი, ქართული სულის მატარებელი და ვაჟკაცი კაცია, უყვარს ქვეყანა და უყვარს ხალხი. სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის, მან უღალატოს ქართველ ხალხს, უღალატოს ბიძინა ივანიშვილს და სადმე, სხვა ოპოზიციურ პარტიაში ვიხილო.
რაც შემეხება მე, საკუთარ თავს თავად ვქმნიდი ყოველთვის და მუდამ უანგაროდ ვედექი ყველას! არც არავისთან მაქვს რამე ვალდებულება და როცა ჩემს სახელს ახსენებთ ტროლებო, ფითილს დაუწიეთ! არც მამლის ყივილამდე და არც მერე არასდროს გავემიჯნები იმ ადამიანს, ვინც მიყვარს! წარმატებას ვუსურვებ ირაკლის, სადაც იქნება იქ და მუდამ ვიამაყებ მისით! აქ წერტილი და მორჩა სეირი, ჩასაფრებულებისთვის!”- წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს