შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, გდდ-ს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ირაკლი შაიშმელაშვილი მმართველ პარტიაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებსა და კონკრეტული მიმართულებით მიზანმიმართული მზადების შესახებ საუბრობს:
“საქოცეთში დიდი ამბები იგეგმება:
მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი – გადაჰყავთ საგარეო საქმეთა მინისტრად, სადაც მისი ამოცანა ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება იქნება. 🤦
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გურამ ზესაშვილი (გეკას რეკომენდაციით), ინიშნება თავდაცვის მინისტრად. აქ კიდევ უფრო დიდი სტრატეგია აქვთ გათვლილი (კლიმენტი ვოროშილოვის მიხედვით🤭), თუ შსს-ს თანამშრომლები უარს იტყვიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, გეგმავენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და პროცესებში თავდაცვის ძალების ჩართვას“, – წერს ირაკლი შაიშმელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.