WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წაკითხვა: 27

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ირინა სარიშვილი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“გამომიცხადეს განაჩენი – ჯარიმა – 2 ათასი ლარი.

ვინც ანგარიშის დადებას მთხოვთ: ძალიან არ მინდა თქვენი შეწუხება. არც ჯარიმას გადავიხდიდი მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი პრობლემები შემექმნება. 7 დღე მაქვს ვადა. ხვალ შევხედავ და თუ სხვა გზას ვერ ვნახავ (კრედიტი, სესხება), მაშინ დავდებ ანგარიშს. უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის”  – წერს ირინა სარიშვილი.

საკითხი ეხება სიძულვილის ენის შესახებ კანონს, რომელიც სოციალურ ქსელში საჯარო შეურაცხყოფაზე სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს – ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა.