20 სექტემბერს ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დაადეპორტეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ირლანდიიდან საქართველოში დეპორტირებულთა შორის 33 კაცი და 7 ქალი იყო. ასევე, დეპორტირებულებს შორის იყო ერთი ოჯახი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.
„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სახელმწიფოში ლეგალურად ცხოვრობს და დადებითი წვლილი შეაქვს ირლანდიურ საზოგადოებაში.
მთავრობას აქვს ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ლეგალური სტატუსი, ან რომელთაც უარი ეთქვათ საერთაშორისო დაცვის განაცხადზე ან თავად გამოითხოვეს იგი. ეს უპირატესი საშუალებაა და ადამიანებს მისი გამოყენება მხოლოდ დეპორტაციის ბრძანების გაცემამდე შეუძლიათ“, – განაცხადა ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა, ჯიმ ო’კალაჰანმა.
netgazeti