"შენი გაცნობის დღიდან წამითაც არ შემპარვია შენში ეჭვი! გილოცავ, მერაბ - შევხვდებით საქართველოში“, - წერს UFC-ს ჟურნალისტი, "ნინა დრამა" და სოციალურ ქსელში, მებრძოლთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
დღეს, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა. საჩემპიონო ბრძოლაში ის დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა. 5-რაუნდიანი დაძაბული ბრძოლა მერაბ დვალიშვილის უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მსგავსად წარიმართა მეორე რაუნდიც. მესამე რაუნდში მერაბის უპირატესობა გამოიკვეთა, დვალიშვილმა დაღესტნელი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.
საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
ნინა მარი დანიელი, ცნობილია როგორც "ნინა დრამა", ის ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერია, რომელიც ქმნის სხვადასხვა გასართობ კონტენტს MMA-ს შესახებ. ის და მერაბ დვალიშვილი ცხოვრებაში მეგობრები არიან და მათ ერთად ჩაწერეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ვარჯიშობენ. როცა მერაბმ შონ ო'მალის დაამარცხა, ნინამ დაწერა: "შენ არ ხარ ნორმალური. შენ ჩემპიონი ხარ. ყველას დაუმტკიცე, რომ ცდებოდნენ".
ნინა მარი დანიელი ამერიკელი მოდელი, სოციალური მედიის ინფლუენსერი და კონტენტის შემქმნელია. იგი დაიბადა 1988 წლის 27 დეკემბერს, ნიუ-იორკში. ნინამ კოლეჯში ისწავლა კრეატიული წერა. მოდელობა დაიწყო 2011 წელს და 2017 წლის აპრილში გახდა Playboy-ის მოდელი. ამჟამად, ნინა ცხოვრობს კალიფორნიაში და აქტიურად ქმნის კომედიურ ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის, განსაკუთრებით TikTok-ზე და Instagram-ზე აქტიურობს, სადაც მას მილიონობით გამომწერი ჰყავს.
- რა აკავშირებს მერაბ დვალიშვილთან?
როგორც გიყვებოდით, ნინა მარი დანიელი ხშირად თანამშრომლობს UFC-ის მებრძოლებთან, მათ შორის მერაბთან. მათ ერთად შექმნეს რამდენიმე ვიდეო, სადაც მერაბი ნინას ასწავლის საბრძოლო ხელოვნების ტექნიკებს, რაც სასაცილო საყურებელია. ეს ვიდეოები პოპულარულია სოციალურ მედიაში.
ქართველი გულშემატკივრის ნაწილი ფიქრობს, რომ ნინასა და მერაბს შორის რომანტიკული ურთიერთობაა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.