გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალში ვარჯიში უკვე ოფიციალურად დაიწყო და ქართველი თავდამსხმელი ლა ლიგაში დებიუტისთვის ემზადება.
დებიუტამდე და პირველ თამაშამდე გიორგისგან ესპანეთში დიდი მოლოდიებია:
მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც ვილიარეალის ქომაგების გულებს მალევე დაიპყრობს. გიორგი საკმაოდ ჭკვიანია, თამაშით კი დავიდ ვილას და ემილიანო ბუტრაგენიოს ჰგავს. ეს ბიჭი ფანტასტიკურია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სიხარულს მოგვიტანს.
- თქვა ვილიარეალის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში 13 სექტემბერს მადრიდის ატლეტიკოსთან შედგება.