ის, რასაც ქალი ყველას მიმართ არ გამოიჩენს…

4 days ago 11

….სექსი ეს არის ყველაზე, ყველაზე მინიმალური რამ, რაც შეიძლება ქალმა მამაკაცს მისცეს…. ის, არც ისეთი უნიკალური პროცესია და ამასთან- იმდენად ხშირად გვხვდება უკვე თვალში, რომ არ ღირს მისთვის ზედმეტი ფასეულობის მინიჭება…

რადგან

🫂 სინამდვილეში, მასზე გაცილებით ფასეული და უნიკალური, ესაა-

….ალერსი, სინაზე….

ანუ ის, რასაც ქალი ყველას მიმართ არ გამოიჩენს…

ის, რასაც ქალი- ყველას არ ჩუქნის…

ხშირად იმათაც კი, ვისთანაც სძინავს….

🫂 გულწრფელ ალერსს- ვერ იყიდი… ვერ მოიპარავ… ვერ მოიპოვებ ვერც ძალით და ვერც ტყუილით…

და არაფერში აგერევა…

ალერსი- ესაა პაწაწინა მარცვალი მზის წნულში, რომელიც ხანდახან სუნთქვას გიშლის…

ალერსი– ესაა, ფოტო, რომელსაც უყურებ და ჩუმად გეღიმება…

🫂 ალერსი– ესაა ადამიანის შეგრძნება თითების ფალანგებზე, თუნდაც ის ძალიან შორს იყოს…

ალერსი- ესაა… როდესაც ხელებში იქცევ საყვარელი ადამიანის სახეს და ისე კოცნი…

ან უბრალოდ ეხუტები…

ეხუტები ისე ძლიერად, რომ ხელებით შეიგრძნო მთელი ადამიანი…

🫂 ალერსი- ესაა ჩაფიქრებული ღიმილი თვალებში, როდესაც ვიღაც გახსენდება…

ალერსი- ესაა იმის გაცნობიერება, რომ არსებობს ამ ქვეყნად ადგილი, სადაც მუდამ გელიან…

გელიან სიყვარულითა და სითბოთი, ცოტა სევდითა და მონატრებით,

რადგან….

🫂 ყოველთვის ვსევდიანდებით, როდესაც საყვარელი ადამიანები გვერდით არ გვყავს…

არადა, ძვირფას ადამიანებს- მუდამ ელიან…

ელიან წამებით…. ელიან წუთებით, საათებით….

ელიან მთელი ზაფხული…. მთელი წელი…

ელიან მთელი ცხოვრება….

ავტორი: ვლადიმერ მაზინი.

მოამზადა დაჯი მამულაშვილმა 

სრულად წაკითხვა