"ის ყველაფერში დამეხმარა" - რას ამბობს რუსი მატვეი საფონოვი ხვიჩაზე

1 month ago 10

"ის ყველაფერში დამეხმარა" - რას ამბობს რუსი მატვეი საფონოვი ხვიჩაზე


Match TV-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა პარი სენ-ჟერმენის რუსმა მეკარემ, მატვეი საფონოვმა, რომლის თქმითაც კვარა მას ადაპტაციის გავლაში დაეხმარა.

გუნდში ყველაზე კარგი ურთიერთობა ხვიჩასთან მაქვს, რადგან ჩვენს შორის ბარიერი არ არსებობს. მას რუბინის პერიოდიდან ვიდეოებს ვუგზავნი ხოლმე და ისიც ყოველთვის სახალისოდ რეაგირებს.


სინამდვილეში კვარა აქეთ დამეხმარა ადაპტაციის გავლაში. ის ყველაფერში მეხმარება და მისი სახით მყავს ადამიანი, ვისთანაც შემიძლია, რომ თავისუფალი ურთიერთობა მქონდეს.

- ამბობს საფონოვი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სრულად წაკითხვა