მსახიობი და აქტივისტი ნანკა კალატოზიშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც დღეს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე აპირებენ მისვლას.
მსახიობი წერს, რომ ესენი სწორედ ის ხალხია, ვინც 26 მაისს ნინი ბადურაშვილს თავისუფლების მოედანზე შესრულებული ჰიმნის გამო აბულინგებდნენ.
“ 26 მაისს ბადურაშვილმა ჰიმნი იმღერა და გააძვრეს სახე. აქციის დარბევის მერე როგორ იკადრეო. ვინც ზეიმს აწყობს, ვინც მისვლას აპირებს ბავშვებით, თან, დარბევის და სისხლის ღვრის მერე, აი, ზუსტად ეგ ხალხი აწიოკებდა მაშინ ნინის. პრეზიდენტადაც მიშას ირჩევენ და რა ვიცი. ხარებაც იქვეა. გილოცავთ ნაძვის ხის ანთებას.”- წერს ნანკა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქციები მიმდინარეობდა. 26 მაისის დადგომისთანავე, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით, მხუთავი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს.