WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ისე, ინგლისურის ცოდნის ამ დონით ვაპირებთ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას?!🙂😀” – ზაალ ანჯაფარიძე

ცალკეული ინფორმაციების სათანადოდ გაგების მხრივ არსებულ პრობლემაზე აკეთებს მინიშნებას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და მიზეზად მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნის დაბალ მაჩვენებლზე მიუთითებს:

ბოლო, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 45% ფლობს ინგლისურ ენას სხვადასხვა დონეზე.

შედარებით მაღალ დონეზე მხოლოდ 9%; საშუალო დონეზე-17%, ხოლო დაწყებით დონეზე – 16%.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ამ კატეგორიას გაუჭირდება ინგლისურ ენაზე ინფორმაციის სწორად წაკითხვა და გონებაში მისი აბსორბირება. ამიტომაც არის საქართველოში მოსახლეობაზე მანიპულაციები, მათი აგდება, დეზორიენტაცია სხვადასხვა თემებით, ინფორმაციებით, რომელთა გადამოწმებაც მათ ენობრივი ბარიერის გამო არ შეუძლიათ.

ისე, ინგლისურის ცოდნის ამ დონით ვაპირებთ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას?!🙂😀” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“ისე, ინგლისურის ცოდნის ამ დონით ვაპირებთ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას?!🙂😀” – ზაალ ანჯაფარიძე
პარალელი