“ისე, რა დონის გარეწრები ხართ მაინც ჰა…” – გოჩა მირცხულავა

5 hours ago 2

ხელისუფლების წინააღნდეგ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, “ქართული ოცნების” ასევე აქტიური წევრი გახდა; 15 სექტემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღით დაემუქრა არასრულწლოვანი… ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ამ ორ ფაქტს ერთ ჭრილში განიხილავს და მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის მიმართ:

ანუ, ოცნება, უკვე თქვენს “ლუკა ძაძამიებს” იარაღიც მიეცით, ხო? ვინ, იყვნენ პროვოკატორები ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ხომ გამოჩნდა ყველასთვის თვალნათლივ.

4 ოქტომბრისთვისაც, რომ თქვენ ამზადებთ სისაძაგლეებს ესეც ხომ ნათელია, თუმცა არაფერი გამოგივათ.

4 ოქტომბერს, რომ ერთ ადამიანს თმის ღერი ჩამოუვარდეს, უკვე ხომ ყველამ ზუსტად ვიცით, რომ თქვენი დაგეგმილი იქნება და თქვენი “ლუკა ძაძამიას” შესრულებული ყველაფერი.

ჰოდა ილოცეთ, საკუთარ ნაღმზე რომ არ აფეთქდეთ!

ისე, რა დონის გარეწრები ხართ მაინც ჰა…“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა