ისევ ძველი გვარდიით - ვის დააბრუნებს ბრაზილიის ნაკრებში ანჩელოტი

9 hours ago 1

ბოლო დღეებში ოფიციალურად გაირკვა, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი კარლო ანჩელოტი იქნება, რომელსაც მადრიდის რეალში ჩაბი ალონსო ჩაანაცვლებს.

გამოცემა Globo-ს მტკიცებით, კარლო ანჩელოტი ორ ბრაზილიელ ფეხბურთელს, ნეიმარსა და კაზემიროს დაუკავშირდა, რომლებსაც კარლომ აცნობა, რომ ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება 2026 წლის მუნდიალზე.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმაც და კაზემირომაც ბოლოს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 2023 წლის შემოდგომაზე ითამაშეს, რის შემდეგაც მათ უკან ნაკრებში აღარავინ ელოდა.

სრულად წაკითხვა