WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, სამოქალაქო აქტივისტის, ბლოგერის, ჟურნალისტის თორნიკე რაზმაძის მიმართ დაწყებულ ნეგატიურ კამპანიას, კონკრეტული ფაქტების გახსენებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება.

“თორნიკე რაზმაძე ახლა გადის იმ გზას, რომელიც ზოგიერთმა ჩვენგანმა უკვე გაიარა.

დაწყებული “კვერცხების ბიზნესით” და “საპატრიარქოს ლანძღვით” დამთავრებული ბინძური ცილისწამების ნიაღვარი მეც გამოვიარე.

ისინი ვამპირებივით დღის სინათლეზე ვერ გამოდიან და ბოროტებაზე ჩვენი სერიოზული რეაქციით იკვებებიან.

ამ ყველაფრის ერთადერთი წამალი არსებობს – კანის გასქელება და საკუთარი სიმართლის კიდევ უფრო ხმამაღლა თქმა.

მხნეობას და სიმართლეში სიმტკიცეს ვუსურვებ კარგ ადამიანს და მოქალაქეს“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.