ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
26 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის და ვაკის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის გამზირის, ზიჩის, რჩეულიშვილის, ჟვანიას, გუნიას, გოგებაშვილის, ჩხეიძის, შევჩენკოს, გალის, თერგის, კეკელიძის, ჟორდანიას, ლარსის, ზუბალაშვილების, კოტეტიშვილის, ბაშალეიშვილის, შენგელიას, შანიძის, აბაკელიას, პეტრიაშვილის, გოგაშენის, ბარნოვის, ბესიკის და უმიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
paraleli პოლიტიკა