პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანის, პაატა ბურჟულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრობს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით:
“4 ოქტომბრის პოსტფაქტუმ გამშავებლები და პესიმისტი კრიტიკოს-გენიოსები განეკუთვნებიან იმ უპრინციპო, ადამიანების სახეობას, რომლებიც თავგანწირულ ადამიანებს დამარცხების შემთხვევაში აკრიტიკებენ, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მათ ემონებიან.
მათ არ გააჩნიათ ხასიათის სიმტკიცე და გარემოებიდან გამომდინარე ხშირად იცვლიან აზრს.
ისინი ვერასდროს აღწევენ წარმატებას და ყოველთვის არიან წარმატებული ადამიანების მლიქვნელები.
ასეთი მხდალი და სუსტი მასის ლუსტრაცია მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში ხდება.
ცუდი ის არის, რომ ზოგადად ადამიანების მოკლე მეხსიერების გამო, მათი უმეტესობა კვლავ ახერხებს თავისი მხდალი პერსონის შენიღბვას და შემდეგ ექსტრემალურ გარემოებამდე მამაც პატრიოტად გვასაღებს თავს“, – აცხადებს შუქრი ბურჭულაძე.