დღეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში ლანსის წინააღმდეგ მატჩის დასაწყისში უსიამოვნო შეჯახების შემდეგ ფეხზე დაზიანება მიიღო და თამაში დაწყებიდან მალევე იძულებით დატოვა.
როგორც Geo Team-მა დაწერა, ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმის შესახებ ახალი არაფერია და ზუსტი დიაგნოზი ხვალიდან გვეცოდინება.
იქამდე კი გთავაზობთ ფრანგი გულშემატკივრების კომენტარებს, რომლებიც კვარას ტრავმას ძალიან ემოციურად შეხვდნენ:
"ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩაც თუ არ იქნება, დავიღუპებით"
"კვარაცხელია ჩემი ბოლო იმედი იყო"
"წინაზე პლეიოფში ძლივს გავედით და ისე არ მოხდეს, რომ ახლა საერთოდ ვერც გავიდეთ"
"არა დემბელე, არა დუე, არა კვარაცხელიაც? რა საშინელებაა"
"ხვიჩა დაშავდა, შემდეგი ბარკოლა იქნება და ლიგაზე ბავშვებით გავდივართ სათამაშოდ?", - წერენ ფრანგები.