ისრაელი ჰუთების ტერორისულ დაჯგუფებად გამოცხადებას ითხოვს

12 hours ago 4

ისრაელმა ევროპაში მომუშავე დიპლომატიურ მისიებს დაავალა, შეეცადონ ჰუთების სამხედრო ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს. მეამბოხეთა ჯგუფი ირანის ფართო მხარდაჭერით იემენში მოქმედებს. ჰუთები ტერორისტულ ორგანიზაციად უკვე გამოცხადებული ჰყავს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ისრაელს, საუდის არაბეთს, მალაიზიას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

ისრაელის მიმართულებით ჰუთებმა რაკეტები და დრონები არაერთხელ გაუშვეს. ისინი ამ ფაქტს პალესტინელებთან სოლიდარობის აქტად განიხილავენ, რომლებიც ღაზის სექტორში ისრაელის ძალებს ებრძვიან.

ისრაელის მიერ პალესტინელთა თავდასხმის საპასუხოდ დაწყებული ომის შემდეგ, ჰუთებმა წითელ ზღვაში მოძრავ საერთაშორისო გემებზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს. ჰუთების იერიშებმა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანეს ამ სატრანსპორტო კვანძზე სერიოზული შეფერხებები გამოიწვია, რასაც დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა სანქციების დაწესებით უპასუხა.

ისრაელმა 22 დეკემბერს ვერ შეძლო ჰუთების მიერ იემენიდან გაშვებული რაკეტის შეჩერება. თელ-ავივში კვირას ჩამოვარდნილი რაკეტის გამო 14 ადამიანი დაშავდა.

"ჰუთები საფრთხეს არა მხოლოდ ისრაელს უქმნიან, არამედ - რეგიონს და მთელ მსოფლიოსაც. პირველი და ყველაზე ელემენტარული რაც უნდა გაკეთდეს, ესაა მათი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება", - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა