ფაშინიანი დსთ-ს ლიდერთა სამიტს არ დაესწრება, მიზეზად კოვიდი დაასახელა

11 hours ago 1

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფთა თანამეგობრობის(დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტში, რომელსაც სანქტ-პეტერბურგში მასპინძლობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ფაშინიანის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 25 დეკემბერს დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში მიზეზად დასახელებულია კორონავირუსული ინფექცია კოვიდი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, 23 დეკემბერს ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა, 25 დეკემბერს კი - უარყოფითი და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება, თუმცა, კოლეგებთან მოთათბირებით მონაწილეობას არ მიიღებს დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში.

სანქტ-პეტერბურგში სამიტი დღეს გაიმართება, ხოლო ხვალ, 26 დეკემბერს დანიშნულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომა. ფაშინიანის ინფორმაციით, ამ ფორუმში მონაწილეობის გადაწყვეტილებას 25 დეკემბრს, დღის ბოლომდე მიიღებს.

სრულად წაკითხვა