წაკითხვა: 5
ისლამური რევოლუციის ლიდერი აიათოლა სეიედ ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელის რეჟიმმა ირანზე ღამით განხორციელებული დარტყმებით საკუთარ თავს „მწარე და მტკივნეული“ ბედი დაუწესა.
13 ივნისს, დილით, ისრაელის მიერ თეირანსა და სხვა ქალაქებში განხორციელებული დარტყმებიდან რამდენიმე საათში, ერისადმი გაგზავნილ მიმართვაში აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ სიონისტური რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა დაელოდოს.
„სიონისტურმა რეჟიმმა თავისი ბოროტი და სისხლიანი ხელით ჩაიდინა დანაშაული ჩვენს ძვირფას ქვეყანაში და კიდევ უფრო გამოავლინა თავისი ბოროტი ბუნება საცხოვრებელი ადგილების დაბომბვით. რეჟიმი მკაცრ პასუხს უნდა დაელოდოს.
ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა საკუთარ თავს მწარე და მტკივნეული ბედი დაუწესა და აუცილებლად იხილავს ამ [ბედისწერას]“, – განაცხადა აიათოლა ჰამენეიმ.
ისრაელმა პარასკევს ღამით სამხედრო დარტყმები დაიწყო ირანის დედაქალაქ თეირანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ირანის სხვა ქალაქებში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს