ისტორიული ღამე - რა შეფასება დაუწერეს ხვიჩას ფინალში ინტერის წინააღმდეგ

1 day ago 3

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარი სენ-ჟერმენსა და ინტერს შორის, რომელიც ფრანგულმა კლუბმა იტალიური 5:0 გაანადგურა!

ამ მოგებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელმაც ინტერს რიგით მე-4 გოლი გაუტანა და როგორც იტყვიან, მეტოქის კუბოზე ბოლო ლურსმანი ჩააჭედა!

გარდა გოლისა, ხვიჩა დაცვაშიც ძალიან აქტიური იყო და დაცვაშიც ძალიან ბევრი იშრომა, რის გამოც კვარა მოედნიდან 84-ე წუთზე გასვლის შემდეგ დიდი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

რაც შეეხება ქართველის შეფასებას, კვარას 7.5 ქულა დაუწერეს, მატჩის საუკეთესო კი დეზირე დუე 9.2 რეიტინგით გახდა.

Sportline-ს სახელით ვულოცავთ ხვიჩა კვარაცხელიას და მთელი საქართველოს კვარას ჩემპიონთა ლიგის მოგებას!

სრულად წაკითხვა