WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის – იტალიის დაზვერვის სისტემაში ადრე დასაქმებული პირი. ამის შესახებ Reuters რომის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

გამოძიების ვერსიით, მთავარი ეჭვმიტანილი 59 წლის კარაბინერთა სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც წარსულში დაზვერვის სფეროშიც მუშაობდა. მას კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემასა და კომპიუტერულ და სატელეკომუნიკაციო სისტემებზე უნებართვო წვდომას ედავებიან.

პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები მოქმედი სამხედროებისგან მიღებულ დაცულ ინფორმაციას რუს აგენტს აწვდიდნენ. Reuters-ის მიხედვით, ამ აგენტს იტალიაში დიპლომატიური იმუნიტეტი აქვს..