იტალიაში წყალდიდობას ებრძვიან, გამოცხადდა განგაშის წითელი დონე – ძლიერი მიწისძვრა მოხდა ქალაქ ბარში

1 month ago 17

იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში წყალ­დი­დო­ბაა, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ჩა­მოწ­ვა მე­წყე­რი. კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის შე­დე­გად და­იტ­ბო­რა პი­ზი­სა და ფლო­რენ­ცი­ის ქუ­ჩე­ბი. ქვეყ­ნის ამ ნა­წილ­ში გან­გა­შის წი­თე­ლი დონ­ზე გა­მო­ცხად­და.

გა­სულ პა­რას­კევს ფლო­რენ­ცი­ა­ში უხვი ნა­ლე­ქი მო­ვი­და, მე­წყე­რი და ღვარ­ცო­ფი და­ფიქ­სირ­და ბო­ლო­ნი­ა­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე მა­ცხოვ­რებ­ლის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ტოს­კა­ნა­ში მე­წყრის­გან ოთხსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გა­და­არ­ჩი­ნეს.

ფლო­რენ­ცი­ა­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად, და­იტ­ბო­რა გზე­ბი, მოგ­ლე­ჯი­ლია ხე­ე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ თავი შე­ი­კა­ვონ გა­რეთ გას­ვლის­გან. ტოს­კა­ნა­ში, 60-ზე მეტ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ჩერ­და.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი იტა­ლი­ა­ში დღეს, 15 მარტსაც უხვ ნა­ლექს ელო­დე­ბი­ან, რის შემ­დე­გაც გა­მო­ი­და­რებს.

გარ­და ამი­სა, იტა­ლი­ის სამ­ხრე­თით მი­წისძვრაც მოხ­და. მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი იგ­რძნო­ბო­და ქა­ლაქ ბარ­ში და ახ­ლოს მდე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­ში. მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რემ კი 4.7 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არ ყო­ფი­ლა ცნო­ბე­ბი კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ.

სრულად წაკითხვა