დღეს, იტალიის ჩემპიონატის რიგით 33-ე ტურში 4 შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ოთხივე მათგანი ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით გადაიდო.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე საათის წინ, რომის პაპი გარდაიცვალა, რამაც არამარტო სერია A-ს მატჩები, არამედ ასაკობრივი შეხვედრებიც გადადო.
რომის პაპი ფრანცისკე დღეს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საკუთარ მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა და ფეხბურთის დიდი ქომაგი გახლდათ.
თამაშები, რომლებიც გადაიდო:
ტორინო - უდინეზე
კალიარი - ფიორენტინა
ჯენოა - ლაციო
პარმა - იუვენტუსი