“იუმორინა“ 2025 გადაიდო – რას წერს გია ბაღაშვილი

2 weeks ago 5

გია ბაღაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუმორინა“ 2025 2 თვით გადაიდო.

ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, „იუმორინა 2025“-ის 14 და 15 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტები გადატანილია 15 და 16 თებერვალს.

“ჩვენ გვსურს, რომ უკლებლივ ყველა მაყურებელმა, რომელთა მრავალწლიანი თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის, შეძლოს მობრძანება და “იუმორინაზე“ დასწრება, სწორედ ამიტომ გელით 15 და 16 თებერვალს, ფილარმონიაში.

ვისაც უკვე შეძენილი გაქვთ ბილეთები, მათ საყურადღებოდ: 14 და 15 დეკემბრის ბილეთებით დასწრებას შეძლებთ 15 და 16 თებერვალს. შესაბამისად, 14 დეკემბრის ბილეთები იმოქმედებს 15 თებერვალს, ხოლო 15 დეკემბრის ბილეთები – 16 თებერვალს.

დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ საიტს www.biletebi.ge“ – წერს გია ბაღაშვილი.

სრულად წაკითხვა