“იფიქრე ქოცო – შენ რომ დაგიჭერენ, ვინ გეყოლება მომკითხავი?” – ელისო კილაძე

2 weeks ago 25

დემონსტრანტების ურთიერთ სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე ემოციურად საუბრობს, კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით, “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე და ერთგვარი შედარება-მინიშნებით მიმართავს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს:

რანაირი პოზიტიური ხალხია რუსთაველის გოგო-ბიჭები (დიდებიც), ვინმეს პრობლემა გაუჩნდება და ეგრევე აფუსფუსდებიან – ადვოკატს ეძებენ, კადრებს, ოჯახებს, ვის რა სჭირდება, ვის ვალი აქვს, ვის სესხი, იწყებენ შეგროვებას, დახმარებას, მერე გარბიან სასამართლოში, ათენებენ, მანდატურებს ამუნათებენ, მერე ისევ რუსთაველზე ბრუნდებიან!

იფიქრე ქოცო – შენ რომ დაგიჭერენ,ვინ გეყოლება მომკითხავი?

პრემიერ მინისტრის და სუსის უფროსის ფოტოებს შლიან პროფილებიდან, შენ ვის გაახსენდები?!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა