იქ ქართველი დახვდება | ახალგაზრდულის ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი კარიერას ევროპაში გააგრძელებს

3 hours ago 3

La Gazzetta-ს ქართული რედაქციის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ვასილიოს გორდეზიანი კარიერას ბოსნიურ "სარაევოში" გააგრძელებს, სადაც მას თანამემამულე გიორგი გულიაშვილი დახვდება.

23 წლის გორდეზიანი ახალ კლუბს იჯარის წესითა და დამატებით, გამოსყიდვის უფლების წესით შეუერთდება.

გორდეზიანი თესალონიკში დაიბადა და დედაქალაქურ კლუბამდე, პაოკის ახალგაზრდულ და დუბლ-შემადგენლობებში გამოდიოდა.

2023 წლის სექტემბერში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გორდეზიანი ნაკრებში გამოიძახა, მის აქტივში კი 11 ჩატარებული შეხვედრა და 2 გატანილი გოლია.

სრულად წაკითხვა