განათლების სისტემაში მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ რეფორმას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ისტორიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია:
“ოცნება” “განათლების რეფორმას” დაჩქარებული წესით იღებს.
ეს არის სრული უკუსვლა…
სრულიად უგუველყოფილია უნივერსიტეტის იდეა, უნივერსიტეტის ავტონომიურობა, პროფესიული თავისუფლება.
დაბრუნდა უნივერსიტეტების მართვის პარტიული სისტემა.
ეს ყველაფერი ეტყობა სპეციალურად მიმდინარეობს ისეთ დროს, როდესაც ქვეყანა “შესულია საშობაო სადღესასწაულო დროში” და სტუდენტებს კი სასესიო პერიოდი აქვთ პარალელურად…
მე მაინც ველოდები, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება , რომელიც არ დაუშვებს ამ გაუგებრობას…
თუკი შესძლებს რეჟიმი ამ დეფორმის განხორციელებას, ეს არის თავისუფლების უკანასკნელი ბასტიონი დამორჩილებას.
იქნებ, უკვე დროა დაინახოს “ხელისუფლებამ”, რომ ჩვენ მეტნი ვართ, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ…“, – წერს ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში.

1 week ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·