სს “თელასი”: 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

14 hours ago 2

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, გახოკიძის, ენუქიძის, აბაშვილის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ვასაძის, ირინა შტენბერგის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა