“მართმადიდიანი სალომე ზურაბიშვილი იმ მდგომარეობაშია, სადაც ქაოსი უკვე სტილია, უპასუხისმგებლობა კი ცხოვრებისეული ნორმა…” – ლევან ნიკოლეიშვილი

1 day ago 17

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ნიკოლეიშვილის მწვავე, მძიმე შეფასებები საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში:

მართმადიდიანი სალომე ზურაბიშვილი იმ მდგომარეობაშია, სადაც ქაოსი უკვე სტილია, უპასუხისმგებლობა კი ცხოვრებისეული ნორმა, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი პირად სცენად აქვს გადაქცეული. ლოგიკა დიდი ხანია გათიშულია, პასუხისმგებლობა კი გამქრალი. სრულიად რეალისტურია, ერთ დილას ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს, მეორე დღეს კი სასჯელაღსრულების სისტემას მორალის კითხვა დაუწყოს და გაკაპასებულმა მოსთხოვოს ახსნა: რატომ არ უშვებთ გარეთო იმ ხალხს, ვინც მე, პრეზიდენტმა, შევიწყალეო.

ეს აღარ არის შეცდომა, არც პოლიტიკა და არც ტრაგიკომედია, ეს არის საკუთარი თავის გამუდმებული თამაში სარკის წინ. თვითდამკვიდრების მანიაკალური მცდელობა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი გამოიყენება არა მხოლოდ უცხოელებისთვის მის პატრონებისთვის ან თუნდაც აქციაზე მდგომი ერთი მუჭა ჯგუფისათვის დასანახად რომ, არამედ საკუთარი ეგოს გასაბერად და დასაკმაყოფილებლად. როგორც ჩანს ასეთი ქმედებები სალომე ზურაბიშვილს რაღაც განუზომელ და გაურკვეველ სიამოვნებას ანიჭებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

სრულად წაკითხვა