“იჭერენ და ცემენ თუ არა ევროპაში პოლიციელები მომიტინგეებს?” – გიორგი ფოფხაძე

1 day ago 3

1

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:

იჭერენ და ცემენ თუ არა ევროპაში პოლიციელები მომიტინგეებს? – გეტყვით რომ, დიახ ცემენ პოლიციელები და თან სასტიკად. მაგრამ.. აი აქ არის მთავარი მაგრამ.

1. ევროპაში პოლიცია იცავს მანიფესტანტებს და რა თქმა უნდა წესრიგს. აქედან გამომდინარე პოლიცია იწყებს დარბევას და ცემა ტყეპას მხოლოდ მას შემდეგ თუ მომიტინგეები გამოდიან წესის და რიგის “ზონიდან” და

ა) ხელჩართულ ჩხუბს იწყებენ პოლიციასთან

ბ) როდესაც მომიტინგეები იწყებენ ხულიგნობას, ვიტრინების მტვრევას და მაღაზიების ძარცვას.

2. არასოდეს პოლიციელი სახის არეში არ ურტყავს მომიტინგეს და ცხვირპირს არ ულეწავს. (დაულეწავს და საშვილიშვილოდ გააგდებენ ორგანოებიდან)

3. დაპატიმრებულების ცემა ყოვლად აკრძალული აქვს პოლიციას ზუსტად იმ მომენტიდან როგორც კი “ხულიგანს” პოლიციის მანქანაში ან მინიბუსში ჩასვამს.

4. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილებს ეკუთვნით ა) ცხელი ყავა ბ) სიგარეტი (თუ მწეველია) გ) ადვოკატი .

დ) თუ არასრულწლოვანია (ხდება ხოლმე ასეთებიც როდესაც ლიცეუმების სტუდენტები იფიცებიან) მაშინ ადვოკატი და პლიუს მშობელის თანდასწრება დაკითხვაზე.

5. დაკითხვის შემდგომ ყველა დაკავებული (ნუ ახლა თუ ყვითელი ჟილეტებივით ორას-ორასი მანქანა არ ყავთ დამწვარი და ნახევარი პარიზის მაღაზიების ვიტრინები ჩალეწილი) ექვემდებარება გათავისუფლებას და სასამართლო პროცესი ჩაენიშნებათ ერთი თვის განმავლობაში. რაც შეეხება მანქანების დამწველ-დამბუგავებს და ვიტრინების ჩამლეწებს მათ წინააღმდეგ საქმეს აღძრავენ სადაზღვევო კომპანიები და თუ ძალიან მძიმე დანაშაული არაა ისინიც სახლებში ელოდებიან სასამართლოს..

ნუ დაახლოებით სულ ესაა რაც ხდება ევროპაში მომიტინგეებს და პოლიციას შორის..

ხო და ახლა მივმართავ იმ გამპრავებლებს “ყელმოღერებულნი” რომ მოთქვამენ აბა ევროპაში ნახეთ რას უშვებიანო..

უკაცრავად და განსხვავებას ვერ ხედავთ რაც თბილისში იკადრა ორი გვამის ავტორმა ხარებამ და ევროპულ პოლიციელებს შორის.?

ხო რაც მთავარი დამავიწყდა ევროპული სპეც დანიშნულების რაზმის ყველა წევრი აუცილებლად ატარებს საიდენტიფიკაციო ნომერს. ძალის გადამეტების შემთხვევაში მათი ამოცნობა რომ ადვილად მოხდეს..

სრულად წაკითხვა