კაზრეთის საჯარო სკოლის თანამშრომელს უცხო პირი სამართებლით დაესხა თავს

1 week ago 5

კაზრეთის საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერს შავებში ჩაცმული უცნობი პირი თავს დაესხა და სახეზე სამართებლით ჭრილობა მიაყენა.

როგორც დაზარალებული ფიქრია ეპიტაშვილის მეგობარმა ნეტგაზეთს სატელეფონო საუბრისას უთხრა, სკოლის თანამშრომელი სამსახურში მიდიოდა, როდესაც შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც ქუდი ეხურა, მას უკნიდან მიეპარა და თავს დაესხა.

დაშავებულის მეგობრის თქმით, თავდამსხმელმა ფიქრია ეპიტაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – “გა**ვი შენს საყვარელ ევროპაში, შენნაირ აგენტებთან”, – ამბობდა თავდამსხმელი.

ფიქრია ეპიტაშვილის მეგობრის თქმით, ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და სასწრაფო. ფიქრია ეპიტაშვილი უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზეც.

სრულად წაკითხვა