კამჩატკაზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

2 hours ago 3

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის მხარეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

რუსეთის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათისთვის კამჩატკის სანაპიროსთან დაფიქსირებულია 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა.

მოგვიანებით ამ სამსახურმა დააზუსტა, რომ მაგნიტუდა 7,8 იყო. მანამდე კამჩატკაზე ამ სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ იუწყებოდა აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.

მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ცუნამის საშიშროების შესახებ გააფრთხილეს. ამჟამად საფრთხე მოხსნილია.

2025 წლის 30 ივლისს კამჩატკაზე მოხდა 8,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელმაც ცუნამი და ვულკანების ამოფრქვევა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება ოთხი დაშავებულის შესახებ იუწყებოდა. დაზიანდა სახლები და სხვა შენობები. დაიტბორა პორტი და თევზის ქარხანა.

სრულად წაკითხვა