კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ ტოვებს მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ტრუდო ასევე აპირებს გადადგეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდანაც, როგორც კი მისი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
ტრუდო კანადის პრემერ-მინისტრი 2015 წლიდან არის. მისი მამა ელიოტ ტრუდო ასევე იყო ამ ქვეყნის პრემიერი და ისიც გადადგა 40 წლის წინ.
‘ეს ქვეყანა იმსახურებს ნამდვილ არჩევანს შემდეგ არჩევნებზე და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ თუ მომიწევს შიდა ბრძოლების გამართვა, მე ვერ ვიქნები საუკეთესო გამოსავალი მომავალ არჩევნებში”, – განაცხადა ტრუდომ.
This country deserves a real choice in the next election, and it has become clear to me that if I’m having to fight internal battles, I cannot be the best option in that election.