ტელეწამყვანი მაია ასათიანი საჯაროდ საუბრობს იმ საკითხზე, რომელიც დღეისთვის ყველაზე აქტუალურია:
“21 წელს ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, ჯერ ხომ ყველას სჯეროდა, რომ ეს დროებითი იყო და 24 წლის აჯანყების შემდეგ, როცა დარწმუნდნენ, რომ ისინი წასვლას არსად არ აპირებდნენ, მაინც იღვიძებდა ხალხი, დილით ჩაის სვამდა, მერე სამსახურში მიდიოდა, გარშემო ხალხს ხვრეტდნენ, იჭერდნენ, მაგრამ ადამიანები ჩვეულებრივ რუტინას მიუყვებოდნენ. ნუთუ ჩვენც ესე ვიქნებით?
გერმანელებმა ფაშიზმი მოინანიეს, დღემდე ინანიებენ, სკოლებში, უნივერსიტეტებში ასწავლიან, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ ქართველები ერთმანეთზე დანოსებს ვწერდით, რომ ერთით მეტი ოთახი გვქონოდა. ტიციან ტაბიძეზე რომ დაწერა ვიღაცამ დანოსი და მიხეილ ჯავახიშვილი რომ დახვრიტა, ისინიც ხომ ქართველები იყვნენ?! ჩვენ ეს არ მოგვინანიებია. ტრავმული წარსული გვაქვს და ტრავმა თუ არ გადახარშე, თუ არ გაითავისე, წინ ვერ წახვალ. ამიტომ ვტკეპნით სულ ერთი და იგივე ადგილს. ისევ იქ ვართ!”