ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემის პუბლიკაციაში საუბარია აზერბაიჯანის კონკრეტულ რეგიონში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე. აღნიშნულ მასალას სოციალურ ქსელში აზიარებს და მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი:
“აგერ დავით გარეჯში მიდის გაქანებული გათხრები ხოლო აღმოჩენილი უამრავი ქართული არტეფაქტი ცხადდება აზერბაიჯანული კულტურის მონაპოვრად და მემკვიდრეობად.
კარგი მთავრობა და საპატრიაარქო არ გვყავს, სად გაქრით ისტორიკოსებო?” – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება