34
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და მომხდარს “სამწუხარო ფაქტს” უწოდებს. როგორც მან მედიასთან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კარგია რომ პროკურატურას დროულად მიმართეს.
კითხვას, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, თურნავა ასე პასუხობს: “ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენ,ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტალური მოკვლევა ჩავატარეთ. მაგრამ ნამდვილად ასე არის ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. თუმცა, ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას,პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.
ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, ასე ვთქვათ,აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა და, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს ასევე მის განცხადებას გადადგომის შესახებ”, – ამბობს ნათია თურნავა.
საერთაშიროსო alia.ge