მადრიდის რეალის დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კილიან მბაპე შეაქო და ისურვა, რომ ფრანგმა სამეფო კლუბში ისეთივე შედეგები აჩვენოს, როგორც ეს თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა.
ვისურვებდი, რომ კილიან მბაპემ კრიშტიანუ რონალდუს ციფრები გაიმეორეს მადრიდის რეალში. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პერსპექტივით.
მას აქვს საამისო ხარისხი. კილიანს შეუძლია, რომ ლეგენდა გახდეს. იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.
- თქვა ანჩელოტიმ.
კილიან მბაპეს მადრიდული სტარტი მართლაც მშვენიერი გამოსდის. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამურად 31 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.