კარლო პონტიმ მარიამ შარმანაშვილს დედის იუბილეზე ცოლობა სთხოვა – სოფი ლორენი 90 წლის გახდა

1 month ago 42

ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტი უმცროსის და „ზუმბას“ ფიტნეს ინსტრუქტორის, ქართველი მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის მშვენიერი ისტორია ბედნიერად სრულდება – სასიძომ ლეგენდარული დედის, სოფი ლორენის 90 წლის იუბილეზე თავის Bellissima საცოლეს ხელი სთხოვა.

წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით 2021 წლის მარტში გაიცნო. კარლომ  მარიამის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული  ფოტოს ქვეშ კომენტარი დაწერა „Bellissima“, რაც იტალიურად „ლამაზს“ ნიშნავს. ერთი ნახვით შეყვარება სამწლიან თავბრუდამხვევ სასიყვარულო თავგადასავლად იქცა, რომელიც მალე ქორწინებით დასრულდება.

მსოფლიო ვარსკვლავის ვაჟმა მარიამს ცოლობა ლეგენდარული დედის დაბადების დღის წვეულებაზე სთხოვა, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში.

„და მე ვთქვი „დიახ!“ –  მარიამმა ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ეს სასიხარულო ამბავი გაგვიზიარა.

სრულად წაკითხვა