კარლო საკანდელიძე _ რატომ თქვა უარი უკანასკნელ როლზე მოხუცმა ჯამბაზმა „ამბობდა, ეროსი მანჯგალაძეს ვარსკვლავი არ ჰქონია და მე რად მინდაო"

23 hours ago 2

კარლო საკანდელიძე _ რატომ თქვა უარი უკანასკნელ როლზე მოხუცმა ჯამბაზმა„სარკე“

61 წელი რუსთაველის თეატრის სცენაზე, 80-მდე სასცენო და 50-მდე კინოროლი _ ეს არის მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია მსახიობ კარლო საკანდელიძისა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მაყურებელს მიუძღვნა და დაუვიწყარი სახეები შექმნა თეატრში თუ ეკრანზე. სიცოცხლის ბოლო წლებში კი ასეთი სიტყვები თქვა: „ჩემთვის უფლის განსაკუთრებული სასწაული და წყალობა ის არის, რომ ჩემს ხალხს, ჩემს ქართველებს ვუყვარვარ. მათ სითბოს და დადებით ემოცებს ყოველთვის ვხვდები და ეს სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს”.

ახლახან,  29 ოქტომბერს, მისი გარდაცვალებიდან 15 წელი შესრულდა. მსახიობზე, რომელმაც საოცარი სახეების მთელი გალერეა დატოვა, „სარკეს” მისმა ქალიშვილმა, ია საკანდელიძემ, უამბო:

_ არ დამავიწყდება ის სიტყვები, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ რომ თქვა: “ახლა მხოლოდ თეატრი დამრჩა”. მისთვის ორი რამ იყო მთავარი _ მეუღლე და თეატრი. მეუღლის დაკარგვის შემდეგ თავის სფეროში გაასმაგებულად გადაერთო, ტკივილი და დარდი სცენაზე გადაიტანა…

ბოლო მომენტში ვერ გარისკა სცენაზე გასვლა. წინასწარ გათვალა, რომ შეიძლებოდა რამე დავიწყებოდა, პატნიორისთვის ან მაყურებლისთვის უხერხულობა შეექმნა და მერე ამაზე ინერვიულებდა…

80 წლის იუბილეზე რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი რომ გაუხსნეს, ერიდებოდა, აპროტესტებდა. ამბობდა, ვარსკვლავი საჭირო არ არის, ამქვეყნიდან ეროსი მანჯგალაძე ისე წავიდა, ვარსკვლავი არ ჰქონია და მე რად მინდაო. მაინც დავითანხმეთ…

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

სრულად წაკითხვა