კარში მამარდა, წინ კვარა - ლივერპულს ნაპოლისთვის წინადადება აქვს

1 day ago 2

როგორც იცით, გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ლივერპულს მაისურს მოირგებს, თუმცა მას შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიაც შეემატოს.

Areanapoli ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ლივერპულს ნაპოლისთვის საკმაოდ საინტერესო წინადადება აქვს.

საქმე ხვიჩა კვარაცხელიასა და ფედერიკო კიეზას გაცვლას ეხება. გარდა ამისა, ინგლისელები დე ლაურენტისს დამატებით 50 მილიონ ევროსაც მისცემენ.

აღსანიშნავია, რომ კიეზა ძალიან ესიმპათიურება ანტონიო კონტეს, რომელსაც ამ ტრანსფერში დიდი როლის თამაში შეუძლია.

სრულად წაკითხვა