კატასტროფული მაჩვენებელი - რამდენჯერ შეეხო გიორგი მიქაუტაძე ბურთს

5 days ago 2

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თურქეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრა 2:3 დათმო, ჩვენებიდან გოლებით თავი ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინეს.

გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და შეფასების სახით 5.6 ქულა დაიმსახურა, თუმცა ეს გუნდის ბრალი უფრო იყო, რადგან სტატისტკურ სააგენტო Opta-ს თუ დავუჯერებთ, ქართველი ფორვარდი მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს მხოლოდ 16-ჯერ შეეხო და აქედან უმეტესი შეხება შეხვედრის ბოლოს იყო, როცა მიქაუტაძეს ფიზიკურად არ შეეძლო მომენტის გამწვავება.

ცნობისთვის, ჩვენი გუნდის კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი ბურთს 27-ჯერ შეეხო.

სრულად წაკითხვა