ნიდერლანდურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არნემის ვიტესი სლოვან ბრატისლავადან გურამ კაშიას წამოყვანას განიხილავს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს სლოვაკურ კლუბთან ხელშეკრულება მომდევნო წელს უსრულდება, კარიერის დასრულებას კი გურამი ჯერჯერობით არ აპირებს.
თავის მხრივ, ვიტესი კაშიასთვის პატარა კლუბი ნამდვილად არაა. გურამი იქ 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, საიდანაც კაშია ღირსეული კაპიტნის სტატუსით წამოვიდა.
ახლა ვიტესი ნიდერლანდების მესამე ლიგაშია, იქედან ამოყვანაში კი გურამ კაშიას ძალა მათ ნამდვილად გამოადგებოდათ.